სახელი:
პაროლი:
მთავარი   |   სიახლეები   |   კითხვები   |   რეიტინგი   |   კონტაქტი


დარეგისტრირდით გამომცემლობის ვებ გვერდზე
 
მიიღეთ მონაწილეობა ვიქტორინაში და მოიგეთ ფრანკფურტის წიგნის ფესტივალის საგზური
 
 
რეგისტრაციის დროს აუცილებელია მიუთითოთ თქვენი სრული სახელი, გვარი და ასაკი

 
კონკურსი - ვიქტორინა
კონკურსი დაიწყო 10 მაისს. 40 ფინალისტი გამოვლინდება 1 სექტემბერს.
 
კონკურსი ჩატარდება 2 ეტაპად:
 
 
შესარჩევი ტური: მაისი, ივნისი, ივლისი, აგვისტო
  • ყოველდღიურად საღამოს 18 საათზე გამომცემლობის ვებ გვერდზე განთავსდება ჩვენი გამოცემული წიგნებიდან მომზადებული 3-3 ახალი კითხვა.
  • მონაწილეებს პასუხის გაცემა შეუძლიათ მეორე დღის 18 საათამდე.
  • რეიტინგის ნახვის საშუალება ექნება ყველას, ხოლო რეიტინგს სწორ პასუხთან ერთად განსაზღვრავს სისწრაფე (უპირატესობა მიენიჭება იმ მონაწილეს, რომელიც უფრო სწრაფად უპასუხებს. დროის ათვლა იწყება ახალი კითხვების გამოქვეყნებისთანავე).
  • ყოველი თვის ბოლოს გამოვლინდება 10 ფინალისტი.
  • მომდევნო თვეს კონკურსი იწყება ახალი ფინალისტების გამოსავლენად.
 
ფინალი: სექტემბერი
 
პირველი ადგილის მფლობელი დაჯილდოვდება ფრანკფურტის წიგნის ფესტივალის საგზურით (ფესტივალი ტარდება მიმდინარე წლის ოქტომბერში, გამარჯვებული გაემგზავრება გამომცემლობის ჯგუფთან ერთად).
 
გამარჯვებულს უფლება აქვს პრიზი დაუთმოს ახლობელს, ან მოითხოვოს თანხა 3000 ლარის ოდენობით.
 
დანარჩენი ფინალისტები დასაჩუქრდებიან სხვადასხვა სამახსოვრო საჩუქრებით.
 
 
 
2010 წლის ოქტომბრიდან დავიწყებთ ახალი კონკურსისათვის მზადებას, სადაც პირველ ადგილზე გასული დასაჩუქრდება ლონდონის წიგნის ფესტივალის საგზურით.
   
 
 
* მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველას, ასაკი შეზღუდული არ არის



გისურვებთ წარმატებებს...


 
 



()
PARTNERS
Made by REFRESH LTD
© 2010